Accessibility links

logo-print

პაკისტანის თავდაცვის მინისტრი შიშობს, რომ


პაკისტანის თავდაცვის მინისტრი შიშობს, რომ შეერთებული შტატების შემდგომმა იერიშებმა

პაკისტანის თავდაცვის მინისტრი შიშობს, რომ შეერთებული შტატების შემდგომმა იერიშებმა
პაკისტანის ტერიტორიაზე, შესაძლოა საპასუხო ძალადობა გამოიწვიოს და სერიოზულად ავნოს ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას. ეს შეშფოთება თავდაცვის მინისტრმა ჩაუდრი აჰმად მუხტარმა გამოთქვა პაკისტანში, ამერიკელ გენერალ დევიდ პეტრეუსთან და სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ ბაუჩერთან შეხვედრის დროს. გენერალი პეტრეუსი ამ ცოტა ხნის წინათ დაინიშნა ერაყსა და ავღანეთში ამერიკული ჯარების ახალ სარდლად და ამჟამად პირველად იმყოფება პაკისტანში. პაკისტანის კრიტიკის საპასუხოდ, რაც მის ტერიტორიაზე იერიშებს მოჰყვა, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ იერიშები საჭიროა ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების დასაცავად ექსტრემისტებისაგან, რომლებიც პაკისტანიდან ახორციელებენ თავდასხმებს.
XS
SM
MD
LG