Accessibility links

ლიბიის ლიდერი მოამარ კადაფი დღეს


ლიბიის ლიდერი მოამარ კადაფი დღეს ბელორუსიაში ჩავიდა. ეს იქ მისი პირველი ვიზიტია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ლიბიის ლიდერი მოამარ კადაფი დღეს ბელორუსიაში ჩავიდა. ეს იქ მისი პირველი ვიზიტია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო კადაფის მინსკის აეროპორტში შეხვდა მას მერე, სადაც ლიბიის ლიდერი მოსკოვიდან ჩაფრინდა. მოგვიანებით გაიმართა ორი ლიდერის მოლაპარაკებები. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ლიბია ბელორუსიის ახლო პარტნიორი და მეგობარია. მან მადლობა გადაუხადა კადაფის საერთაშორისო არენაზე დახმარებისთვის. ლიბიის ლიდერის თქმით, მისი ვიზიტი მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა მთელ რიგ ორმხრივ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი. როგორც იტყობინებიან, მანამდე კადაფიმ მოსკოვში რუსეთის ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართა გარიგებაზე, რომლის ფარგლებში რუსეთი ლიბიისთვის ააგებდა ბირთვული კვლევის რეაქტორს და საწვავს მიაწვდიდა მას. კადაფი თავის ტურნეს სამშაბათს დაასრულებს უკრაინაში.
XS
SM
MD
LG