Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ კვლავ განაცხადა, რომ საქართველოსთვის


უკრაინამ კვლავ განაცხადა, რომ საქართველოსთვის იარაღის მიწოდებისას არ დაურღვევია საერთაშორისო ვალდებულებები.

უკრაინამ კვლავ განაცხადა, რომ საქართველოსთვის იარაღის მიწოდებისას არ დაურღვევია საერთაშორისო ვალდებულებები.
უკრაინის პრეზიდენტის სამდივნოს უფროსის მოადგილემ ანდრეი გონჩარუკმა კიევში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რუსეთის ბრალდება საქართველოს უკანონოდ შეიარაღების თაობაზე, კიევისთვის სიახლე არ არის. გონჩარუკის განცხადებით, ამ პროცესში უკრაინას არც ერთი საერთაშორისო შეთანხმება არ დაურღვევია. დღესვე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ ცხინვალში უკრაინის პარლამენტის დელეგაციას ელიან. ამავე წყაროს ინფორმაციით, ვერხოვნა რადის დეპუტატები წარმოადგენენ იმ საპარლამენტო კომისიას, რომელიც უკრაინის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის კანონიერებას იძიებს.
XS
SM
MD
LG