Accessibility links

აშშ-ში ამჟამად მიმდინარე არჩევნები ქვეყნის


აშშ-ში ამჟამად მიმდინარე არჩევნები ქვეყნის მორიგი პრეზიდენტის ვინაობას გამოავლენს. კენჭისყრაში, სულ ცოტა, 130 მლნ ამომრჩევლის მონაწილეობას მოელიან.

აშშ-ში ამჟამად მიმდინარე არჩევნები ქვეყნის მორიგი პრეზიდენტის ვინაობას გამოავლენს. კენჭისყრაში, სულ ცოტა, 130 მლნ ამომრჩევლის მონაწილეობას მოელიან.
ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე საარჩევნო უბნების უმრავლესობა, თბილისის დროით, 15 საათზე გაიხსნა. ბოლო საარჩევნო უბნები ალასკის შტატში დაიხურება, თბილისის დროით, ხვალ დილის 10 საათზე. საზოგადოებრივი აზრის თითქმის ყველა გამოკითხვის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ დემოკრატ კანდიდატ ბარაკ ობამას. მისი მეტოქეა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ჯონ მაკკეინი. ახალი პრეზიდენტის გარდა, ამერიკელები ირჩევენ წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და სენატის 35 წევრს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა ბარაკ ობამას ბებია, რომელიც დიდი ხანია კიბოთი ავადმყოფობდა. ბარაკ ობამა ბებიასთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა - ფაქტობრივად, მისი გაზრდილი იყო.
XS
SM
MD
LG