Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა შინაგან


ირანის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრ ალი კორდანს,

ირანის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრ ალი კორდანს,
რაც ბევრს მიაჩნია პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად. მინისტრის იმპიჩმენტის მიზეზად სახელდება ის, რომ იტყუებოდა თავისი კვალიფიკაციის შესახებ და სარგებლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის გაყალბებული დიპლომით. პარლამენტის სხდომა, რომელზეც უნდობლობა გამოუცხადეს შინაგან საქმეთა მინისტრს, პირდაპირ ეთერში გადასცა ირანის სახელმწიფო რადიომ. ალი კორდანი პრეზიდენტ აჰმადინეჟადის მოკავშირედ ითვლება.
XS
SM
MD
LG