Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალ-ყაიდის" ლიდერ ოსამა ბინ ლადენის


"ალ-ყაიდის" ლიდერ ოსამა ბინ ლადენის ვაჟიშვილმა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა ესპანეთს.

"ალ-ყაიდის" ლიდერ ოსამა ბინ ლადენის ვაჟიშვილმა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა ესპანეთს.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანს არ უთქვამს, რა მიზეზით ითხოვს თავშესაფარს 28 წლის ომარ ბინ ლადენი. ის ორშაბათს ჩაფრინდა მადრიდში ეგვიპტიდან, სადაც აქამდე ცხოვრობდა. უფრო ადრე ომარ ბინ ლადენმა ბრიტანეთში დასახლება მოისურვა თავის ბრიტანელ მეუღლესთან ერთად, მაგრამ უარი მიიღო უშიშროების მოსაზრებების გამო. ტერორისტულ ქსელ "ალ-ყაიდის" ლიდერს 19 შვილი ჰყავს.
XS
SM
MD
LG