Accessibility links

logo-print

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 3 ნოემბრის არჩევნებთან დაკავშირებით

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 3 ნოემბრის არჩევნებთან დაკავშირებით
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" პირველადი შეფასება გამოაქვეყნა. ამ შეფასებით, არჩევნების დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა. წინა არჩევნებთან შედარებით გაცილებით აქტიურად და მობილიზებულად მუშაობდნენ საარჩევნო ადმინისტრაციები. საოლქო და უმაღლესი საარჩევნო კომისიების მხრიდან ხდებოდა დარღვევებზე სწაფი და ეფექტური რეაგირება. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, გასული საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ადგილი არ ჰქონია დამკვირვებლების საარჩევნო უბნებიდან გაძევების ფაქტებს, თუმცა რიგ უბნებზე შემჩნეულ იქნა სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ფაქტები, მათ შორის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც ხორციელდებოდა როგორც საუბნო, ისე საოლქო საარჩევნო კომისიების ცალკეული წარმომადგენლებისა თუ ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მხრიდან.
XS
SM
MD
LG