Accessibility links

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
ის უბნების 80 პროცენტის უკვე დათვლილ შედეგებს ეყრდნობა. ვაკის საარჩევნო ოლქში ლიდერობს ქრისტიან -დემოკრატიული -42,6 პროცენტი, მას მოსდევს ლევან ასათიანი (მოძრაობა ”ჩვენ თვითონ”) 34, 2 პროცენტით, მესამე ადგილზე კახა ქორიძე ( პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული დასი”) 22. 8 პროცენტით. დიდუბის საარჩევნო ოლქში, წინასწარი მონაცემებით, დაწინაურდა გურამ ჩახვაძე ("ეროვნულ-დემოკრატიული პარტია") – 65 პროცენტით, მეორე ადგილზეა ჯემალ ნათელაშვილი ("სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია") – 9,7 პროცენტით, მესამეზე ნათია მიქიაშვილი (პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასი“). 2008 წლის შუალედური არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ დიდუბის საარჩევნო ოლქში 11,44 პროცენტი, ხოლო ვაკის საარჩევნო ოლქში 7,63 პროცენტი შეადგინა.
XS
SM
MD
LG