Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი განათავსებს


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი განათავსებს მოკლე რადიუსში მოქმედ რაკეტებს კალინინგრადის რეგიონში

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი განათავსებს მოკლე რადიუსში მოქმედ რაკეტებს კალინინგრადის რეგიონში
აშშ-ის მიერ ცენტრალურ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების საპასუხოდ. (მედვედევის ხმა) “კავკასიაში კონფლიქტი იმის საბაბად იქნა გამოყენებული, რომ შავ ზღვაში ნატოს ხომალდების შეყვანათ და შემდეგ კი ევროპისთვის თავს მოეხვიათ ამერიკის ანტისარაკეტო სისტემა”. მედვედევის თქმით, “ისკანდერის” ტიპის რაკეტები განლაგდება იმ ტერიტორიაზე, რომელიც ნატოს წევრ სახელმწიფოებს, პოლონეთს და ლიტვას ესაზღვრება. მედვედევის თქმით, რუსეთი გამოიყენებს ელექტრონულ ჩამხშობ მოწყობილობას, პოლონეთსა და ჩეხეთში განთავსებული აშშ-ის თავდაცვისი ბაზების გასანეიტრალიზებლად. მედვედევი პრეზიდენტის რანგში ერისადმი ამ, პირველი მიმართვისას შეეხო საქართველოსთან კონფლიქტსაც.
XS
SM
MD
LG