Accessibility links

logo-print

ნატო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის გეგმის


ნატო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის გეგმის გამო, რომელიც ითვალისწინებს

ნატო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის გეგმის გამო, რომელიც ითვალისწინებს
მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტების განთავსებას კალინინგრადის რაიონში. ამ გეგმის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დღეს გამოაცხადა, და დასძინა რუსეთი ამ ნაბიჯს დგამს აშშ-ის მიერ ცენტრალურ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების საპასუხოდ. მედვედევის განცხადებას უმალვე მოჰყვა გამოხმაურება ნატოსა და მისი წევრი ქვეყნებისაგან. ნატოს ოფიციალურმა წარმოამდგენელმა რობერტ ფშჩელმა რუსეთის განზრახვას კალინინგრადის რაიონში რაკეტების განთავსების შესახებ "სერიოზული საფრთხის შემცველი" უწოდა. ამავე გეგმის კომენტირებისას სიტყვა "გამაწბილებელი" ახსენა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ მაკკორმაკმა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა ევროპაში არ იქნება მიმართული მოსკოვის წინააღმდეგ. ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა, რომლის ქვეყანაც, ისევე როგორც პოლონეთი, კალინინგრადის რაიონს ესაზღვრება, "სრულიად გაუგებარი" უწოდა მედვედევის განცხადებას. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი რუსეთის გეგმას "სამწუხაროდ" მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG