Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამამ თავისი პირველ პრესკონფერენციაზე


ბარაკ ობამამ თავისი პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა,

ბარაკ ობამამ თავისი პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა,
რომ იანვარში პრეზიდენტობის მოვალეობის ოფიციალური შესრულებისთანავე, “დაუყოვნებლივ” მიხედავს ეკონომიკურ კრიზისს. ობამას თქმით, მას სურს იმუშაოს ეკონომიკის აღორძინებისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ირანთან დაკავშირებით, მანვე განაცხადა, რომ მიუღებელია თეირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნა და რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს ტერორისტული ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერა. მან თქვა, რომ აშშ-ს ერთი მთავრობა ჰყავს და რომ 20 იანვრამდე ამერიკის მთავრობა ახლანდელი ადმინისტრაციაა. ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი 10 ნოემბერს თეთრ სახლს ეწვევიან პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის და პირველი ლედის მიწვევით.
XS
SM
MD
LG