Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული ბარაკ ობამას


აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული ბარაკ ობამას თანაშემწემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია,

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული ბარაკ ობამას თანაშემწემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია,
თითქოს ობამა აპირებდეს აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების გეგმის სრულად განხორციელებას. ობამას თანაშემწე დენის მეკდონოუს ეს გამოხმაურება მოჰყვა პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ობამამ კაჩინსკის სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ აპირებს პოლონეთთან შეთანხმებული გეგმის შესრულებას. მეკდონოუმ საინფორმაციო სააგენტო "როიტერსს" უთხრა, რომ “კაჩინსკიმ წამოჭრა ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხი, მაგრამ პრეზიდენტად არჩეულ ობამას მასთან დაკავშირებით მხარდაჭერა არ გამოუთქვამს”. თანაშემწის განმარტებით, ობამას პოზიცია ისეთივეა, როგორც იყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს - რომ ემხრობა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას, "როცა დამტკიცდება, რომ ტექნოლოგიას კარგად ფუნქციონირება შეუძლია”. ვარშავამ და ვაშინგტონმა 14 აგვისტოს მოაწერეს ხელი შეთანხმებას ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის შემადგენელი ათი გადამტაცი რაკეტის პოლონეთში განთავსების თაობაზე. ამას გარდა, ჩეხეთის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს ანტისარაკეტო რადარი. გეგმა ითვალისწინებს ანტისარაკეტო სისტემის განთავსების დასრულებას 2013 წლისთვის. რუსეთი წინააღმდეგია და საპასუხოდ აპირებს კალინინგრადის რაიონში მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტების განლაგებას.
XS
SM
MD
LG