Accessibility links

logo-print

საჩხერის რაიონის სოფელ პერევში სამხრეთ


საჩხერის რაიონის სოფელ პერევში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების ძალები შევიდნენ.

საჩხერის რაიონის სოფელ პერევში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების ძალები შევიდნენ.
ქართველი ოფიციალური პირების განცხადებით, ათობით ოსი შეიარაღებული პირი შევიდა ქართულ სოფელში, რომელსაც, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსი სამხედროები აკონტროლებენ. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიამ გაავრცელა საგანგებო პრეს-რელიზი, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს პერევში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლების შესვლის გამო. პრეს-რელიზში გამოთქმულია მოწოდება ყველა მხარის მიმართ, თავიდან აიცილონ პროვოკაციები.
XS
SM
MD
LG