Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდა ქართლში დღეს მომხდარი ორი


შიდა ქართლში დღეს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, დაიღუპა ორი და დაიჭრა სამი პოლიციელი.

შიდა ქართლში დღეს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, დაიღუპა ორი და დაიჭრა სამი პოლიციელი.
ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქარელის რაიონის სოფელ დვანთან, ტერიტორია ოსების შეიარაღებულმა ფორმირებებმა დანაღმეს. აფეთქებასთან რაიმე კავშირი კატეგორიულად გამორიცხა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ. სოფელ დვანთან მომხდარი აფეთქება დაგმო ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა. მისი ინფორმაციით, აფეთქების პარალელურად ისმოდა სროლაც, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა. ჰაბერი აუცილებლად მიიჩნევს მომხდარის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას.
XS
SM
MD
LG