Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა გადაწყვიტა, განაახლოს რუსეთთან დროებით


ევროკავშირმა გადაწყვიტა, განაახლოს რუსეთთან დროებით შეწყვეტილი მოლაპარაკება

ევროკავშირმა გადაწყვიტა, განაახლოს რუსეთთან დროებით შეწყვეტილი მოლაპარაკება
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე. ეს მოლაპარაკება ევროკავშირმა განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედებების გამო. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ბრიუსელში, თითქმის ყველა მინისტრი დათანხმდა რუსეთთან მოლაპარაკების განახლებას. როგორც ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა განაცხადა, გადაწყვეტილება არ არის ევროკავშირის საჩუქარი რუსეთისადმი და კავშირს არ შეუცვლია თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში მიუღებლად რჩება. ბენიტა ფერერო-ვალდნერის ხმა: "ჩვენ ვიცით, რომ ურთიერთობები ღრმა არის და ამავდროულად რთული. ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულნი, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია არსებული შეთანხმების მოდერნიზაცია, პირველ რიგში ენერგეტიკული უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ წინ უნდა ვიაროთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის ინტერესებშია გავაკეთოთ ეს.” ლიტვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წინააღმდეგია რუსეთთან მოლაპარაკების განახლებისა, მაგრამ კომისიას ჰქონდა მანდატი მოლაპარაკების განსაახლებლად, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო არ იყო ევროკავშირის 27-ივე წარმომადგენლის თანხმობა.
XS
SM
MD
LG