Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში, თეთრ სახლში, გაიმართა აშშ-ის


ვაშინგტონში, თეთრ სახლში, გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშისა

ვაშინგტონში, თეთრ სახლში, გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშისა
და ამ თანამდებობაზე მისი მემკვიდრის, ბარაკ ობამას შეხვედრა. ობამა და მისი მეუღლე, მიშელ ობამა, თეთრ სახლს ჯორჯ ბუშისა და აშშ-ის პირველი ლედის ლორა ბუშის მიწვევით ესტუმრნენ. მოქმედმა და მომავალმა პრეზიდენტებმა განიხილეს საფინანსო კრიზისთან, ერაყთან და ავღანეთთან დაკავშირებული საკითხები. ბარაკ ობამას ერთ-ერთი თანაშემწის ჯონ პოდესტას განცხადებით, ობამა - საპრეზიდენტო უფლებამოსილების ძალაში შესვლის შემდეგ - სწრაფი ცვლილებების განხორციელებას აპირებს. მათ შორის ენერგორესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოლიტიკაში. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ბარაკ ობამა 20 იანვარს დაიწყებს.
XS
SM
MD
LG