Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი აპირებს, განაგრძოს მოსკოვთან დიალოგი


ვაშინგტონი აპირებს, განაგრძოს მოსკოვთან დიალოგი ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის

ვაშინგტონი აპირებს, განაგრძოს მოსკოვთან დიალოგი ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის
ელემენტების განთავსების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ჯონ ვუდი შეხვდება რუსეთის მთავრობის წევრებს, რათა მათთან ერთად განიხილოს ვაშინგტონის წინადადებები, მიმართული ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში ურთიერთნდობის ატმოსფეროს შექმნისკენ. საუბარია იმაზე, რომ რუს სამხედროებს, შესაძლოა, უფლება მიეცეთ, დროდადრო დაათვალიერონ პოლონეთსა და ჩეხეთში, აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის ობიექტები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს წინადადება მისთვის მიუღებელია და მოსკოვი ვაშინგტონისგან დამატებით ნაბიჯებს ელის.
XS
SM
MD
LG