Accessibility links

რუსეთის არმიაში გაწვეული და კონტრაქტით


რუსეთის არმიაში გაწვეული და კონტრაქტით მყოფი ჯარისკაცები, სამსახურის ვადის ამოწურვის მიუხედავად,

რუსეთის არმიაში გაწვეული და კონტრაქტით მყოფი ჯარისკაცები, სამსახურის ვადის ამოწურვის მიუხედავად,
სამხრეთ ოსეთიდან დაბრუნებას ვერ ახერხებენ - ამის შესახებ რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის "პეტერბურგის ჯარისკაცთა დედების" ხელმძღვანელმა ელა პოლიაკოვამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ახალგორის და ჯავის რაიონებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს სარდლობა სახლებში იმ მიზეზით არ უშვებს, რომ კონტინგენტის ახალი ჯარისკაცებით შევსება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. პოლიაკოვას განცხადებით, ზოგიერთი ჯარისკაცი იმდენად დაშინებულია, რომ ორგანიზაციასთან ტელეფონით დაკავშირებისას, საკუთარ ვინაობას არ ამხელს. ელა პოლიაკოვას თქმით, ვითარების გასარკვევად რეგიონში გამგზავრება სურს, თუმცა, ეჭვობს, რომ სამხედრო სარდლობისგან ნებართვას მიიღებს.
XS
SM
MD
LG