Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი კორეა დაიმუქრა, რომ 1


ჩრდილოეთი კორეა დაიმუქრა, რომ 1 დეკემბრიდან გადაკეტავს საზღვარს სამხრეთ კორეასთან,

ჩრდილოეთი კორეა დაიმუქრა, რომ 1 დეკემბრიდან გადაკეტავს საზღვარს სამხრეთ კორეასთან,
რომელსაც “კონფრონტაციული პოლიტიკაშის" ადანაშაულებს. ფხენიანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთი კორეა შეზღუდავს და შეაჩერებს მიმოსვლას ორ კორეას შორის საზღვარზე. კომუნისტური კორეის არმიის განმარტებით, ამ ნაბიჯის მიზეზია ის გარემოება, რომ სამხრეთ კორეას არ შეუსრულებია 2000 წლის ივნისსა და 2007 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი შეთანხმებები. სამხრეთი კორეა სინანულს გამოთქვამს ფხენიანის განცხადების გამო და მას დიალოგისაკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG