Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა
ევროკავშირისა და რუსეთის სამიტის დაწყების წინ ერთ-ერთი ფრანგი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში განუცხადა, რომ აქვს იმედი შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბების.
მედვედევმა აღნიშნა, რომ ბარაკ ობამასთან უკვე შეთანხმებული აქვს შეხვედრა და დასძინა, რომ რუსეთი ხელს აიღებს პოლონეთის მოსაზღვრე კალინინგრადის რეგიონში რაკეტების განთავსების განზრახვაზე, თუკი შეერთებული შტატებიც უარყოფს ცენტრალურ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტების განთავსების გეგმას.

ამერიკის შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის სააგენტოს მოქმედმა ხელმძღვანელმა, ჰენრი ობერინგმა მოუწოდა ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, უარი არ თქვას პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსების გეგმაზე. ობერინგმა განაცხადა, რომ ანტისარაკეტო სისტემა აბსოლუტურად ქმედითუნარიანია. ობამას მრჩევლები ურჩევენ ევროპაში შეერთებული შტატების ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმას მხარი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭიროს, თუკი ექსპერტები სისტემის ტექნოლოგიურ ეფეტიანობას დადასტურებენ.
გეგმაზე უარის თქმა შეამცირებს შეერთებული შტატების შესაძლებლობებს წინ აღიდგენს ირანის სარაკეტო მუქარას - განაცხადა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლმა.
XS
SM
MD
LG