Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ჩაერია, რათა დაესრულებინა


ევროკავშირი ჩაერია, რათა დაესრულებინა

ევროკავშირი ჩაერია, რათა დაესრულებინა
რუსეთსა და საქართველოს შორის აგვისტოს ომი მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პასუხი დაგვიანებული იყო, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა 12 ნოემბერს.”საქართველოს კრიზისში ჩვენ ავიღეთ ხელში ინიციატივა, როდესაც ამერიკის პასუხმა დააგვიანა,” - უთხრა კუშნერმა ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტში დამსწრე საზოგადოებას. ”იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ყველაფერი შორს იყო სრულყოფილისაგან, ჩვენ მივაღწიეთ ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც დღეს ევროპა აკონტროლებს და ევროპა უზრუნველოფს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულებას და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ჟენევაში”.- განაცხადა კუშნერმა.
XS
SM
MD
LG