Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დასრულდა ევროკავშირ-რუსეთის სამიტი, რომელზეც


საფრანგეთში დასრულდა ევროკავშირ-რუსეთის სამიტი, რომელზეც იმსჯელეს გლობალურ საფინანსო კრიზისზე,

საფრანგეთში დასრულდა ევროკავშირ-რუსეთის სამიტი, რომელზეც იმსჯელეს გლობალურ საფინანსო კრიზისზე,
ურთიერთობაზე ენერგეტიკის სფეროში და რუსეთთან პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკების განახლებაზე. ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, ევროკავშირი განაახლებს რუსეთთან პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებას, რომელიც შეჩერდა საქართველოსთან ომის გამო. ამ შინაარსის განცხადება ბაროზუმ გააკეთა ევროკავშირ-რუსეთის სამიტის ბოლოს. ბაროზუს განმარტებით, მოლაპარაკების განახლება საჭიროა ევროპაში სტაბილურობის ხელშესაწყობად. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ კი განაცხადა, რომ საქართველოში ომის შემდეგ რუსეთს შესრულებული აქვს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების უმრავლესობა, თუმცა ჯერ კიდევ "დარჩა გასაკეთებელი საქმე".
XS
SM
MD
LG