Accessibility links

logo-print

რუსეთის მთავრობის პრეს-მდივანმა ფრანგული ჟურნალი


რუსეთის მთავრობის პრეს-მდივანმა ფრანგული ჟურნალი „ნუველ ობსერვატორი“ ინსინუაციაში დაადანაშაულა.

რუსეთის მთავრობის პრეს-მდივანმა ფრანგული ჟურნალი „ნუველ ობსერვატორი“ ინსინუაციაში დაადანაშაულა.
აგვისტოში, საფრანგეთის პრეზიდენტთან რუსეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრისადმი მიძღვნილი სტატიის მიხედვით, პუტინმა პრეზიდენტ სააკაშვილზე არაკორექტული ფორმით ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ,,ისევე ჩამოკიდებს, როგორც ამერიკელებმა - ჰუსეინი.“ რუსეთის მთავრობის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს დაადასტურა, რომ კრემლში პრეზიდენტების შეხვედრას პრემიერ-მინისტრიც დაესწრო და საქართველოს ხელისუფლებისადმი მკვეთრი რიტორიკაც გამოიყენა. თუმცა, პესკოვის განცხადებით, ფრანგული ჟურნალის სტატიაში მოყვანილი ციტატები პროვოკაციული ხასიათის ინსინუაციაა.
XS
SM
MD
LG