Accessibility links

ენერგეტიკულ სამიტზე ბაქოში ხელი მოაწერეს


ენერგეტიკულ სამიტზე ბაქოში ხელი მოაწერეს “ბაქოს დეკლარაციას”.

ენერგეტიკულ სამიტზე ბაქოში ხელი მოაწერეს “ბაქოს დეკლარაციას”.
ხელმომწერთა შორის არის საქართველოს პრეზიდენტიც. მის გარდა სამიტში მონაწილეობდნენ კიდევ 5 ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოს, ლიტვის, პოლონეთის, თურქეთისა და უკრაინის - პრეზიდენტები, სხვა ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები. ენერგეტიკული სამიტის მიზანია ევროპაში და მსოფლიო ბაზრებზე კასპიის რეგიონის ენერგორესუსრების ექსპორტის დივერსიფიკაციის ხელშეწყობა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველომ და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს გაზის მოწოდებაზე ხუთწლიან შეთანხმებას. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბაქოში მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”მომდევნო ხუთი წლის მანძილზე გაზის ტარიფი მოსახლეობისთვის არ გაიზრდება”. მას შეთანხმების დეტალები არ დაუკონკრეტებია. სამიტზე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ენერგეტიკის მინისტრმა სემუელ ბოდმენმა ხუთშაბათს გაკეთებული განცხადებით გააკრიტიკა რუსეთის დაგეგმილი გაზსადენი “სამხრეთის ნაკადი”, რომელიც ევროპას უნდა დაუკავშირდეს შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მარშრუტით. სემუელ ბოდმენის განცხადებით, სამხრეთის ნაკადი მეტისმეტად ძვირი და ძნელად გასაყვანი იქნება. [ბოდმენის ხმა] “ენერგორესურსები, რომელთა ტრანსპორტირებაც ამ რეგიონში ხდება, ჩვეულებრივ, ვერ აღწევს ჩვენს ქვეყნამდე. მაგრამ ისინი ენერგოუსაფრთხოებით უზრუნველყოფს ევროპას. ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება კი ძალიან დიდი სტრატეგიული პრიორიტეტია შეერთებული შტატებისთვის”..
XS
SM
MD
LG