Accessibility links

logo-print

ერაყის კაბინეტმა დღეს დაამტკიცა აშშ-თან


ერაყის კაბინეტმა დღეს დაამტკიცა აშშ-თან

ერაყის კაბინეტმა დღეს დაამტკიცა აშშ-თან
უშიშროების სფეროში გარიგება, რომელიც ამერიკის ჯარს უფლებას მისცემს დარჩეს ერაყში გაეროს მანდატს გასვლის შემდეგ კიდევ სამი წლით. გადაწყვეტილება შედეგია თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებისა და თუკი ის პარლამენტმა დაამტკიცა, ორ მოკავშირეს შორის უთანხმოებას ბოლოს მოუღებს. მთავრობის წარმომადგენლის ალი ალ-დაბაღის თქმით, კაბინეტმა, პრემიერ ალ მალიკის მეთაურობით მძლავრი მხარდაჭერა გამოუცხადა შეთანხმებას. როდის უყრის პარლამენტი კენჭს გარიგებას, არაა ცნობილი.
თეთრი სახლი მიესალმა კაბინეტის გადაწყვეტილებას, როგორც “დადებით ნაბიჯს”, მაგრამ აცხადებს, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულია. გადაწყვეტილება მიიღეს მას მერე, რაც გავლენიანმა შიიტმა სასულიერო პირმა, “დიდმა აიათოლა” ალი ალ სისტანიმ განაცხადა, რომ არ გაუწევს წინააღმდეგობას გარიგებას, თუკი მას პარლამენტში უმრავლესობა დაუჭერს მხარს.
საბოლოო პროექტი მცდელობაა გაქარწყლდეს ერაყის შიში, რომ მის სუვერენიტეტს შეთანხმება ბღალავს. ის ერაყის უსაფრთხოების საჭიროებასაც ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG