Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორიტეტიანმა უფლებადამცავმა ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალმა”


ავტორიტეტიანმა უფლებადამცავმა ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალმა” გამოაქვეყნა ანგარიში

ავტორიტეტიანმა უფლებადამცავმა ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალმა” გამოაქვეყნა ანგარიში
რუსეთ-საქართველოს ომისა და ომის შემდგომ არსებული ვითარების შესახებ. ანგარიშში გამოთქმული შეფასებით, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარზე უკანონობა სუფევს და 20 ათასზე მეტ ადამიანს კვლავაც არ ეძლევა შინ დაბრუნების საშუალება. “ამნესტი ინტერნეიშენალის” ევროპისა და შუა აზიის პროგრამის დირექტორ ნიკოლას დაკუორთის განცხადებით, მარადიორობა, სროლა, აფეთქებები და ადამიანების გატაცება - ეს ყველაფერი აღირიცხა ბოლო კვირების მანძილზე. "ამნესტის" ინფორმაციით, 24 000-მდე ქართველს არ ეძლევა საშუალება, დაბრუნდეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიასა და მიმდებარე რაიონებში. "ამნესტის" მიერ დღეს გამოშვებული ანგარიშის თანახმად, მოპოვებული მასალა მიუთითებს, რომ აგვისტოს კონფლიქტის დროს ორივე მხარემ სერიოზულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი.
XS
SM
MD
LG