Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად


თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად,

თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2, მასმედიის ინფორმაციით კი 4 ადამიანი დაიღუპა. ორი ქვეყნის საზღვრიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰოფასთან თურქული კომპანიის კუთვნილი სამგზავრო ავტობუსის ავარიის გამო, 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. საქართველოში მათი ტრანსპორტირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ თურქეთში სპეციალური ავტომობილები გააგზავნა. ტრაბზონიდან საქართველოსკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსის ავარიის ფაქტს თურქეთის პოლიცია იკვლევს.
XS
SM
MD
LG