Accessibility links

logo-print

ჟენევის ფორმატით მოლაპარაკებისთვის ხელშეწყობაა ერთ-ერთი


ჟენევის ფორმატით მოლაპარაკებისთვის ხელშეწყობაა ერთ-ერთი პუნქტი რეზოლუციისა,

ჟენევის ფორმატით მოლაპარაკებისთვის ხელშეწყობაა ერთ-ერთი პუნქტი რეზოლუციისა,
რომელიც საქართველო-რუსეთის კონფლიქტის გამო ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ სამშაბათს საღამოს დაამტკიცა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატომ ხელი უნდა შეუწყოს აგვისტოს მოვლენებისა და მისი გამომწვევი მიზეზების საერთაშორისო გამოძიებასაც. ამავე რეზოლუციაში საუბარია საქართველოში არსებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის ნორმათა შესაბამისად მოგვარებაზე, რეფორმების გაგრძელებასა და თბილისისა და მოსკოვის კონსტრუქციული დიალოგის აუცილებლობაზე. ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ალიანსის სახელმწიფოებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში საქართველოს ჩართვისკენაც მოუწოდა.
XS
SM
MD
LG