Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ალექსანდრ სტუბის


ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ის მიესალმება “მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს” ჟენევაში

ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ის მიესალმება “მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს” ჟენევაში
საქართველოს შესახებ კონსულტაციებზე, რომელთაც ეუთო, გაერო და ევროკავშირი თანათავმჯდომარეობენ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუბი, ჟენევის კონსულტაციებზე მის საგანგებო წარმომადგენელ ჰეიკი ტალვიტიესაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ “ჟენევის კონსულტაციები წინ მიიწევს და შესულია სამუშაო ფაზაში”. კონსულტაციების სამი თანათავმჯდომარე - ტალვიტიესთან ერთად გაეროს ელჩი იოჰან ვერბეკე და ევროკავშირის წარმომადგენელი პიერ მორელი - კონსულტაციების დანარჩენ მონაწილეებს შეუთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 17-18 დეკემბერს გაიმართება ჟენევაში.
XS
SM
MD
LG