Accessibility links

logo-print

რობერტ სიმონსი: "საერთაშორისო თანამეგობრობა და ნატო მზად არიან, ინტენსიურად ითანამშრომლონ საქართველოსთან


რობერტ სიმონსი

რობერტ სიმონსი

ბრიუსელში ყოფნისას ჩვენს სპეციალურ კორესპონდენტს კობა ლიკლიკაძეს საშუალება მიეცა, რამდენიმე შეკითხვით მიემართა სამხრეთ კავკასიაში ნატოს საგანგებო წარმომადგენლისთვის, რობერტ სიმონსისთვის.

ბრიუსელში ყოფნისას ჩვენს სპეციალურ კორესპონდენტს კობა ლიკლიკაძეს საშუალება მიეცა, რამდენიმე შეკითხვით მიემართა სამხრეთ კავკასიაში ნატოს საგანგებო წარმომადგენლისთვის, რობერტ სიმონსისთვის. რას შეიძლება ელოდეს საქართველო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისგან, რომელიც დეკემბრის პირველ რიცხვებში გაიმართება და რომელზეც უნდა განიხილონ საქართველოსა და უკრაინისთვის ეგრეთ წოდებული MAP-ის (ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) მინიჭების საკითხი, ეს ჰკითხა კობა ლიკლიკაძემ სიმონსს, რომლის პასუხი ასეთი იყო:

(სიმონსის ხმა) "არ მინდა წინასწარ ვისაუბრო იმაზე, რას გადაწყვეტენ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები. ვფიქრობ, ჩვენი ყურადღება იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ერთ დღეს საქართველო ალიანსის წევრი გახდება და ნებისმიერი მექანიზმი (იქნება ეს ნატოსთან პარტნიორობის ინდივიდუალური გეგმა - IPAP-ი, თუ MAP-ი, სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. ეს ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა და ნატო მზად არიან, ინტენსიურად ითანამშრომლონ საქართველოსთან, რათა ის რაც შეიძლება უკეთეს კანდიდატად მოგვევლინოს; და საამისოდ ყოველ ღონეს ვიხმართ."

ჩვენმა კორესპონდენტმა რობერტ სიმონსს ჰკითხა, რას აკეთებს ნატო, როგორც ორგანიზაცია, საიმისოდ, რათა შესრულდეს სარკოზი-მედვედევის "ექვსპუნქტიანი გეგმა".

(სიმონსის ხმა) "პირველი ის გახლავთ, რომ რუსეთთან ჩთეულ რეჟიმში აღარ ვთანამშრომლობთ. მეორეც, განვაგრძობთ ზეწოლას რუსეთზე - პოლიტიკურად და სხვა ხერხებით - რათა გეგმის შესრულებას მივაღწიოთ. ჩვენ უშუალოდ არა ვართ ჩამბული ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებებში, მაგრამ თვალს ვადევნებთ და მხარს ვუჭერთ იმ ძალისხმევას, რომელსაც ევროპის კავშირი, ეუთო და გაერო იჩენენ პროცესის წარმატებისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულებას."
XS
SM
MD
LG