Accessibility links

logo-print

პაკისტანმა პროტესტი გამოუთქვა ისლამაბადში


პაკისტანმა პროტესტი გამოუთქვა ისლამაბადში

პაკისტანმა პროტესტი გამოუთქვა ისლამაბადში
აშშ-ის ელჩს იმის გამო, რომ აშშ-ის სამხედროებმა სარაკეტო იერიშები მიიტანეს პაკისტანის ტერიტორიაზე მოქმედ მეამბოხეთა პოზიციებზე.
ეს დარტყმები, უმეტესწილად, უპილოტო თვითმფრინავებიდან ხორციელდება, მაგრამ ამერიკელი სამხედროები ასეთ ფაქტებს იშვიათად თუ აღიარებენ.
ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მოქმედი მეამბოხეები მეზობელი ავღანეთის ტერიტორიაზე სისტემატურად ესხმიან თავს საერთაშორისო ძალების სამხედრო მოსამსახურეებს.
ისლამაბადი აცხადებს, რომ სარაკეტო იერიშები პაკისტანის სუვერენიტეტს ხელყოფს.
XS
SM
MD
LG