Accessibility links

logo-print

იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის “სერიოზულ


იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის “სერიოზულ მოლაპარაკებას” გამართავს რუსეთის პრეზიდენტთან

იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის “სერიოზულ მოლაპარაკებას” გამართავს რუსეთის პრეზიდენტთან
ორ ქვეყანას შორის ტერიტორიული უთანხმოების გამომწვევ საკითხებზე. იაპონიის პრემიერ-მინისტრ ტარო ასოსა და რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის შეხვედრა აზია- წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დროს იმართება. სამიტს დღეიდან მასპინძლობს პერუ. როგორც იაპონიის პრემიერ-მინისტრი დღეს გამოქვეყნებულ საგაზეთო ინტერვიუში აღნიშნავს, "სასიცოცხლო მნიშვნელობა" აქვს, მოგვარდეს რუსეთთან იაპონიის მრავალწლიანი უთანხმოება ოთხი კუნძულის გარშემო და ხელი მოეწეროს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ოფიციალურ სამშვიდობო შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG