Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული ბარაკ ობამას


აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული ბარაკ ობამას ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკური გუნდი

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული ბარაკ ობამას ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკური გუნდი
ცნობების თანახმად, უკვე კონტურებს იძენს. სენატორი ჰილარი კლინტონი რჩება რეალურ კანდიდატად სახელმწიფო მდივნის პოსტზე, თუმცა საბოლოო შეთანხმება ამ საკითხზე, როგორც იუწყებიან, ჯერ არ არის მიღწეული. კანდიდატად ფინანსთა მინისტრის პოსტისთვის კი ასახელებენ ტიმოთი გაიტნერს, შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის ნიუ-იორკის განყოფილების ხელმძღვანელს. ცნობას, რომ ფინანსთა მინისტრად შესაძლოა, გაიტნერი დაინიშნოს, აშშ-ის აქციების კურსის წამყვანი მაჩვენებლის, დაუ ჯოუნსის 6,5 პროცენტით მატება მოჰყვა. ბარაკ ობამა, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა 4 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, 20 იანვარს ხდება შეერთებული შტატების რიგით 44-ე პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG