Accessibility links

ბათუმის ნაპირთან იმყოფება ამერიკული სარაკეტო


ბათუმის ნაპირთან იმყოფება ამერიკული სარაკეტო კრეისერი “ბარი”. 26 ნოემბერს ის ფოთის პორტში გადაინაცვლებს.

ბათუმის ნაპირთან იმყოფება ამერიკული სარაკეტო კრეისერი “ბარი”. 26 ნოემბერს ის ფოთის პორტში გადაინაცვლებს.
რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით, ბათუმის პორტის სიღრმე საშუალებას არ იძლევა, რომ კრეისერი ნაპირამდე მივიდეს, რის გამოც ის ოთხშაბათამდე რეიდზე იდგება. ეკიპაჟის წევრები და კაპიტანი ნაპირზე სპეციალური კატერებით გაიყვანეს. გემს, რომელიც ერთი თვის წინაც სტუმრობდა ბათუმის პორტს, საქართველოში ამჯერად არ ჩაუტანია ჰუმანიტარული დახმარება. საქართველოში აშშ-ის საელჩოს განმარტებით, საქმე ეხება “რუტინულ ვიზიტს”. საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები კრეისერის შესვლას “მეგობრულ ვიზიტად” მოიხსენიებენ.
XS
SM
MD
LG