Accessibility links

logo-print

პაკისტანიდან იუწყებიან, რომ მოკლეს ექსტრემისტი


პაკისტანიდან იუწყებიან, რომ მოკლეს ექსტრემისტი, ეჭვმიტანილი 2006 წელს თვითმფრინავის აფეთქების მცედლობის ორგანიზებაში.

პაკისტანიდან იუწყებიან, რომ მოკლეს ექსტრემისტი, ეჭვმიტანილი 2006 წელს თვითმფრინავის აფეთქების მცედლობის ორგანიზებაში.
ის, ბრიტანელი ისლამისტი ექსტრემისტი რაშიდ რაუფი, სავარაუდოდ, ამერიკელი სამხედროების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა დღეს დილას, ავღანეთთან მოსაზღვრე ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში. რაუფი წარმოშობით პაკისტანელი იყო, ეჭვმიტანილი 2006 წელს თვითმფრინავის თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერებით აფეთქების მცდელობის ორგანიზებაში. თვითმფრინავი ლონდონიდან აშშ-კენ მიემართებოდა. რაშიდ რაუფი 2006 წლის აგვისტოში პაკისტანში დააპატიმრეს, მაგრამ გასული წლის დეკემბერში მან გაქცევა შეძლო. როგორც იუწყებიან, რაუფის გარდა, დღეს დილას სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლეს ერთი ეგვიპტელი ექსტრემისტი და კიდევ, სულ ცოტა, 2 ადამიანი.
XS
SM
MD
LG