Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა "ვარდების რევოლუციის" მე-5


აშშ-ის პრეზიდენტმა "ვარდების რევოლუციის" მე-5 წლისთავი მიულოცა საქართველოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა "ვარდების რევოლუციის" მე-5 წლისთავი მიულოცა საქართველოს.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ჯორჯ ბუში განცხადებაში აღნიშნავს, რომ “თავისუფლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი მომენტი ქართველმა ხალხმა ჩაწერა ვარდების რევოლუციის დროს. ჯორჯ ბუშის განცხადებით, იუბილესთან დაკავშირებით, ამერიკელები პატივისცემით მიესალმებიან საქართველოს მოქალაქეებს, ვინც თავისუფლება დაიცვა და კიდევ ერთხელ გამოხატავენ აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აშშ-ის პრეზიდენტი იმყოფება პერუში, აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, სადაც დღეს ხვდება რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს. მათი საუბრის თემებს შორის ასახელებენ საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციასაც.
XS
SM
MD
LG