Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში "ჰოლოდომორის" 75-ე წლისთავთან დაკავშირებით


უკრაინაში "ჰოლოდომორის" 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, პატივი მიაგეს მის მსხვერპლთა ხსოვნას.

უკრაინაში "ჰოლოდომორის" 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, პატივი მიაგეს მის მსხვერპლთა ხსოვნას.
"ჰოლოდომორს" უწოდებენ დიდ შიშმილობას, რომელიც გასული საუკუნის 30-ან წლებში სტალინისტურ იძულებით კოლექტივიზაციას მოჰყვა. მას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათი უმრავლესობა უკრაინელები იყვნენ და კიევს წამოწყებული აქვს კამპანია იმ მიზნით, რომ 1932-33 წლების შიმშილობა, რომელსაც იძულებით შიმშილს უწოდებენ, აღიარებულ იქნეს, როგორც უკრაინელების გენოციდი. რუსეთი უკრაინას ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს. პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა უარი თქვა მონაწილეობაზე დღევანდელ ცერემონიაში, რომელზეც მიწვეული იყო. ცერემონიის დროს კიევში გახსნეს "ჰოლოდომორის" მემორიალი. სიტყვით გამოსულებს შორის, პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იყო.
XS
SM
MD
LG