Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერუში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების


პერუში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი საქართველოსაც შეეხო.

პერუში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი საქართველოსაც შეეხო.
ჯორჯ ბუშის და დმიტრი მედვედევის, სავარაუდოდ, ბოლო შეხვედრა პრეზიდენტების რანგში (ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის ვადა იანვარში ამოიწურება) გაიმართა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის პარალელურად. როგორც შეხვედრის შემდეგ ორმა პრეზიდენტმა უთხრა ჟურნალისტებს, ბუშის 8-წლიანი მმართველობის პერიოდში შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის იყო და არის როგორც ერთსულოვნების, ისე უთანხმოების გამომწვევი საკითხები. თეთრი სახლის პრეს-მდივან დანა პერინოს განცხადებით, ბუშმა და მედვედევმა გაიზიარეს მოსაზრება, რომ ორმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ერთად მუშაობა, რათა არ დაუშვას ირანის ხელში ბირთვული იარაღის ჩავარდნა. პერინოს თქმით, მხარეები შეეხნენ ასევე უთანხმოებას საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამო.
XS
SM
MD
LG