Accessibility links

logo-print

უკრაინაში აშშ-ის ელჩი შესაძლებლად მიიჩნევს


უკრაინაში აშშ-ის ელჩი შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ნატომ უკრაინა და საქართველო მიიღოს MAP-ის გარეშე.

უკრაინაში აშშ-ის ელჩი შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ნატომ უკრაინა და საქართველო მიიღოს MAP-ის გარეშე.
უილიამ ტეილორის განცხადებით, გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში ორი ქვეყნის ჩართვის საკითხი პოლიტიზირებულია და შესაძლოა, არააქტუალურად იქცეს. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა ნატოს შეუერთდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ალიანსის კრიტერიუმები დააკმაყოფილა. იუწყებიან ასევე, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით, ვაშინგტონის ”პოლიტიკა უცვლელია” საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან (MAP) დაკავშირებით. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები 2-3 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბებიან და, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ, თუ როგორ წაიწიონ წინ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG