Accessibility links

logo-print

რუსეთში პროკურორები მოითხოვენ მოსამართლის გადაყენებას


რუსეთში პროკურორები მოითხოვენ მოსამართლის გადაყენებას პოლიტკოვსკაიას სახელთან დაკავშირებულ პროცესში.

რუსეთში პროკურორები მოითხოვენ მოსამართლის გადაყენებას პოლიტკოვსკაიას სახელთან დაკავშირებულ პროცესში.
საქმე ეხება ცნობილი რუსი ჟურნალისტის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი სამი მამაკაცის სასამართლოს. პროკურორების შეფასებით, მოსამართლე ევგენი ზუბოვი არაობიექტურია. მანამდე მოსამართლემ გააუქმა გადაწყვეტილება პროცესის დახურულ კარს მიღმა გამართვის შესახებ. დახურულ კარს მიღმა გამართვას ეწინააღმდეგებოდნენ პოლიტკოვსკაიას ოჯახი და ბრალდებულები. პოლიტკოვსკაია, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა კრემლს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების ხელყოფის გამო, 2006 წლის 8 ოქტომბერს მოსკოვში მოკლეს.
XS
SM
MD
LG