Accessibility links

logo-print

რუსეთის კომპანია "გაზპრომმა" გამოაცხადა


რუსეთის კომპანია "გაზპრომმა" გამოაცხადა,

რუსეთის კომპანია "გაზპრომმა" გამოაცხადა,
რომ უკრაინის სახელმწიფო კომპანია "ნაფტოჰაზთან" მიაღწია შეთანხმებას ვალის ნაწილის დაფარვის თაობაზე, რომელიც კიევს აქვს გადასახდელი რუსეთიდან გაზის იმპორტისთვის. "გაზპრომის" განცხადებაში ნათქვამია, რომ "ნაფტოჰაზი" 1-ლ დეკემბრამდე გადაუხდის მას გაზის საფასურს სექტემბრისთვის და ოქტომბრის ნაწილისთვის. განცხადებას წინ უძღოდა ორი მხარის ხელმძღვანელთა მოლაპარაკებები მოსკოვში. სახელმწიფოს კუთვნილი კომპანია "გაზპრომი" მანამდე დაიმუქრა, რომ 1-ლი იანვრიდან შეუწყვეტდა უკრაინას გაზის მიწოდებას, თუკი "ნაფტოჰაზი" ვალებს არ გაისტუმრებდა. "გაზპრომის" თანახმად, მათი მოცულობა 2,4 მილიარდ დოლარს უდრის.
XS
SM
MD
LG