Accessibility links

logo-print

საქართველოში აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით


საქართველოში აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიაში

საქართველოში აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიაში
გაიმართა რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, ეროსი კიწმარიშვილის მოსმენა. საუბარი შეეხო - გარდა მისი ელჩობის პერიოდისა 2008 წელს - რამდენიმე წლით უფრო ადრე განვითარებულ მოვლენებსაც. მოსმენა დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა და ბოლოს ისე დაიძაბა, რომ თავი იჩინა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ გივი თარგამაძესა და კიწმარიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირების საფრთხემ. ამის შემდეგ კიწმარიშვილმა შეხვედრა დატოვა, მიუხედავად კომისიის თავმჯდომარის მოწოდებისა, არ წასულიყო. მოგვიანებით აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის წინაშე წარდგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიგა ბოკერია.
XS
SM
MD
LG