Accessibility links

logo-print

საქართველო მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა 38-ე


საქართველო მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა 38-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

საქართველო მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა 38-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
გერმანიის ქალაქ დრეზდენში დღეს დამთავრებული ასპარეზობის ბოლო, მე-11 ტურში ქართველმა ქალებმა ანგარიშით 3:1 დაამარცხეს სერბიის გუნდი და 18 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. შეჯიბრებაში საქართველოს ღირსებას იცავდნენ მაია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მაია ლომინეიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მაია ჩიბურდანიძის ბრწყინვალე თამაში. პირველ დაფაზე მოასპარეზე მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ტურნირი დაუმარცხებლად ჩაატარა და ცხრა შესაძლებლიდან 7,5 ქულა დააგროვა. ვაჟთა შეჯიბრება სომხეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
XS
SM
MD
LG