Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი
დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა, არცერთ დონეზე არ განიხილებოდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე სამხედრო ოპერაციის განხორციელების საკითხები. მერაბიშვილმაკომისიის სხდომაზე თქვა, რომ აგვისტოს მოვლენების დროს ქართულმა მხარემ სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილის გადარჩენა შეძლო. კომისიამ გუშინ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი დაკითხა, რომელმაც აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა.აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია ხვალ, თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გრიგოლ ვაშაძეს დაიბარებს. "დროებითი საპარლამენტო კომისიის სრული ლუსტრირება გუშინ, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, ეროსი კიწმარიშვილის მოსმენის დროს მოხდა. ამის შესახებ ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გუშინდელი სხდომის შემდეგ ნათელი გახდა, რომ კომისია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების გადასარჩენად არის შექმნილი.
XS
SM
MD
LG