Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტის


საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტის

საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტის
ლეხ კაჩინსკის სტუმრობის დროს, ახალგორის რაიონში ინციდენტის გამო, პოლონეთის პრეზიდენტის დაცვის უფროსი, პოლკოვნიკი ქშიშტოფ ოლშოვცი დღეს თანანმდებობიდან გაათავისფლეს. უფროსი თანამდებობიდან პოლონეთის მთავრობის დაცვის ბიუროს უფროსმა, გენერალმა მარიან იანიცკიმ, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის წინააღმდეგობის მიუხედავად, გაათავისუფლა.
დაცვის უფროსის თანანმდებობიდან გათავისუფლების მიზეზად დასახელებულია ის ფაქტი, რომ საქართველოში ვიზიტისას პრეზიდენტის სათანადო დაცვა უზრუნველყოფილი არ იყო. ამასთან, პრეზიდენტის დაცვის უფროსის გადაყენებაზე თანხმობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გასცა.
პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი ქართველი კოლეგა მიხეილ სააკაშვილი, ახალგორის რეგიონში, გასულ კვირას, მოულოდნელად გაემგზავრნენ ოსური მხარის მიერ გახსნილი საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოსურმა მხარემ, სხვადასხვა ინფორმაციით, ჰაერში ისროლა.
რადიო “თავისუფლების” კოორესპონდენტი იუწყება ვარშავიდან, რომ პოლონეთის სპეცსამსახურების ანგარიშით, ახალგორთან ინციდენტი არ იყო ტერაქტი.
XS
SM
MD
LG