Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარალამენტმა უსაფრთხოების პაქტი მოიწონა


ერაყის პარლამენტმა დაამტკიცა უსაფრთხოების პაქტი შეერთებულ შტატებთან, რომელიც პირობებს ქმნის მომავალი სამი წლის მანძილზე ქვეყნიდან შეერთებული შტატების ჯარების სრული გაყვანისთვის.



კენჭისყრა უსაფრთხოების საკითხებში ერაყსა და ამერიკას შორის პაქტზე, რომელიც აზრთა საკმაო სხვადასხვაობას იწვევს, გადადებული იყო პარლამენტის ფრაქციებს შორის რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი მწვავე დაპირისპირების გამო.

მაგრამ ხუთშაბათს ის ხმების დიდი უმრავლესობით გავიდა ერაყის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

კენჭისყრის შედეგები პარლამენტის სპიკერმა მაჰმუდ ალ-მაშადანიმ გამოაცხადა:

ალ-მაშადადის ხმა 2704 "პაქტი მიღებულია 144 ხმით. წინააღმდეგი იყო 35. სხდომა 2008 წლის 13 დეკემბრამდე აცხადებს შესვენებას."

ახლა პაქტს საპრეზიდენტო საბჭომ უნდა გაუკეთოს რატიფიკაცია, რაც, როგორც მოსალოდნელია, ასეც მოხდება.

ამ დოკუმენტის თანახმად, შეერთებული შტატების ჯარები ერაყის ქალაქებიდან უნდა გავიდნენ მომავალი წლის შუამდე, ხოლო მთელი ქვეყნიდან - 2011 წლის ბოლომდე, ანუ ერაყში ინტერვენციიდან თითქმის რვა წლის შემდეგ.

ამავე დროს ბაღდადს უფლება აქვს, მკაცრად გააკონტროლოს შეერთებული შტატების ჯარების მოქმედებები. ყველა სამხედრო ოპერაცია მოწონებულ უნდა იქნეს ამერიკა-ერაყის ერთობლივი კომიტეტის მიერ.

პაქტს, რომელმაც, მისი მომხრეების აზრით, ქვეყნის სრული სუვერენიტეტის აღდგენას უნდა შეუწყოს ხელი, შიიტებისა და ქურთების მმართველმა კოალიციამ დაუჭირა მხარი.

სუნიტმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს იმ პირობას, რომელიც 30 ივლისამდე სახალხო რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს. მაგრამ დეპუტატების ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქვეყანაში შეერთებული შტატების ჯარების კიდევ სამი წლით დარჩენას.

30 დეპუტატისგან შემდეგარმა ბლოკმა, რომელიც ანტიამერიკულად განწყობილი შიიტი რადიკალი სასულიერო პირის, მუყტადა ალ სადრის ერთგულია, საპროტესტო აქცია გამართა სესიის დროს:

პაქტის თანახმად, შეერთებული შტატების ჯარების გასვლის შემდეგ მათი ყველა სამხედრო ბაზა ერაყს გადაეცემა. ასევე ის შეერთებულ შტატებს უკრძალავს პატიმართა განუსაზღვრელი ვადით დაკავებას. ამჟამად შეერთებულ შტატებს ერაყში 17 ათასი პირი ჰყავს დაკავებული.

პაქტი ძალაშია სამი წლის მანძილზე, მაგრამ ნებისმიერ მხარეს შეუძლია მისი შეწყვეტა ამის თაობაზე განცხადებიდან ერთი წლის შემდეგ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყის მთავრობას პაქტის მიღება მიულოცა.
XS
SM
MD
LG