Accessibility links

logo-print

გაზეთი ”ვერსია” პირველ გვერდზე აქვეყნებს 7 შეკითხვას, რომელზე პასუხების მიღებასაც


გაზეთი ”ვერსია” პირველ გვერდზე აქვეყნებს 7 შეკითხვას, რომელზე პასუხების მიღებასაც ის საპარლამენტო კომისიისა და საქართველოს პრეზიდენტისგან ისურვებდა:

1. გქონდათ თუ არა რაიმე ტიპის დაპირებები აშშ-ისგან ომის დაწყების შემთხვევაში დახმარების შესახებ? 2. რა მისიით ჩამოვიდა კონდოლიზა რაისი საქართველოში 9 ივლისს? 3. ვინ გასცა ცხინვალზე იერიშის ბრძანება? 4. რატომ არ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია მაშინვე, როგორც კი კოკოითმა ცხინვალიდან ევაკუაცია დაიწყო? 5. პეკინში ოლიმპიადის გახსნაზე პუტინისა და ბუშის გულთბილი შეხვედრა და განცხადება - ”ომი არავის სჭირდება”, რომლის შემდეგ რუსეთი ღიად ჩაება საბრძოლო მოქმედებებში, ხომ არ იყო ნიშანი იმისა, რომ საქართველო ორი იმპერიის გარიგების მსხვერპლი გახდა? 6. არსებობს ინფორმაცია, რომ მარატ კულახმეტოვი დიდი გასამრჯელოს საფასურად ქართულ მხარეს დაპირდა, რომ რუსი სამშვიდობოები კონფლიქტში არ ჩაერეოდნენ. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და ეს ხომ არ იყო რუსული ხაფანგი? 7. რა საიდუმლო მუხლია ჩადებული სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიან შეთანხმებაში, რომელიც ახალგორსა და პერევში რუსული ჯარის ყოფნას აკანონებს?” - ეს გახლავთ ”ვერსიის” შვიდი შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.

”დაუწესებს თუ არა დასავლეთი სააკაშვილს სანქციებს?” - ”რეზონანსი” კრიზისების შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფის ბოლო ანგარიშს ეხმაურება და წერს, რომ ქართველი ექსპერტები ანგარიშს ობიექტურად მიიჩნევენ. გია ხუხაშვილი ამბობს: ”როგორც ჩანს, ყველას აეხილა თვალი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს სანქციები კონკრეტულად ხელისუფლების მისამართით იქნება და არა ქვეყნის მიმართ. მე ვეთანხმები მათ რეკომენდაციებს, რომ სასწრაფო წესით უნდა გატარდეს სისტემური რეფორმა, თორემ არანაირი სანქციები გარედან აღარ დაგვჭირდება, ჩვენ თვითონ გამოვუტანთ საკუთარ თავს განაჩენს”, - ამბობს ხუხაშვილი. სანქციების გატარებას არ გამორიცხავს სოსო ცისკარიშვილი და დასძენს: ”ძნელი გასაგებია ამ სიტუაციაში ხელისუფლების მიმართ იქნება გატარებული თუ საზოგადოების მიმართ, რადგან ანალოგიური სანქციები, რომელიც რეჟიმისადმია მიმართული, ხალხზე აისახება. სწორედ ხალხია ამ რეჟიმის მომყვანი.”

”როგორ შეიძლება საქართველოში არსებული ვითარების შეცვლა?” - ეკითხება ”ახალი თაობის” კორესპონდენტი რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილს. პასუხი: ”ამას შეიძლება ეშველოს ცვლილებებით საქართველოში. საქართველოს პრეზიდენტი ჯერ არავის არ უნდა მივცეთ. ეს იქნებოდა გულუბრყვილობა. ქართველ ხალხს ჰგონია, რომ დამნაშავე სააკაშვილია. ხალხს რომ ჰკითხო, თვითონ მას არაფერი ეშლება და დამნაშავე ყოველთვის ვიღაც არის. მასობრივად თუ ვიკითხავთ, ქართველებს არაფერი ეშლებათ, რუსები არიან ყველაფერში დამნაშავე. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, სააკაშვილმა დააშავა, არმიამ - არა. შეიძლება, ომისთვისაც არ მიუცია ვიღაცას ხმა, მაგრამ ომი უნდოდა. ჩვენი გზა მარტივია. ჩვენ გვინდა საპარლამენტო არჩევნები. გამოსავალი საპარლამენტო არჩევნებშია, იმიტომ რომ მიშა იქნება, გრიშა, ირაკლი თუ ნინო, რაც უნდა ერქვას, ამ პარლამენტთან ერთად იმისგანაც მიშას მივიღებთ და კიდევ უარესს”, - ასე ფიქრობს ლევან ბერძენიშვილი. მასთან ინტერვიუს ”ახალი თაობა” აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG