Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი კმაყოფილია, რომ ვაშინგტონი


რუსეთის პრეზიდენტი კმაყოფილია, რომ ვაშინგტონი საქართველოსა და უკრაინისთვის

რუსეთის პრეზიდენტი კმაყოფილია, რომ ვაშინგტონი საქართველოსა და უკრაინისთვის
ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, MAP-ის მინიჭებას აღარ მოითხოვს. კუბაში ვიზიტისას დიმიტრი მედვედევის ეს კომენტარი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ორი დღის წინანდელ განცხადებას მოჰყვა. მისი შინაარსი პრეზიდენტმა მედვედევმა “გონების გამარჯვებად” შეაფასა და განაცხადა, რომ ეს იდეა ადრინდელივით უაზრო მხარდაჭერით აღარ სარგებლობს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადება თბილისში "სასურველის რეალობად წარმოდგენის მცდელობად" შეაფასეს. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განმარტებით, კონდოლიზა რაისმა ისიც განაცხადა, რომ ნატოში საქართველოსა და უკრაინის გასაწევრიანებლად სხვა გზები უნდა მოიძებნოს.
XS
SM
MD
LG