Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო სამი დღის, სავარაუდოდ


ბოლო სამი დღის, სავარაუდოდ,

ბოლო სამი დღის, სავარაუდოდ,
ისლამისტ შეირაღებულ პირებთან ბრძოლა დასრულდა ინდოეთში, ბომბეიში. ცნობით, სულ დახოცილია 195 ადამიანი, დაშავდა 295. შეტაკებებისას დაიხოცა პოლიციის 16 თანამშრომელი. კრიზისი დაიწყო ოთხშაბათს, როცა თავდამსხმელებმა შეტევა მოაწყვეს სასტუმროებზე, საავადმყოფობზე, ებრაულ თემსა და 18 მილიონიანი ქალაქის სხვა ობიექტებზე.
მთავრობის თანახმად, სამართალდამცავებმა მოახერხეს დღეს სასტუმრო “ტაჯ მაჰალზე” კონტროლის აღდგენა მას მერე, რაც დახოცეს სამი თავდამხმელი, რომლებიც სროლას განაგრძობდნენ. სულ დახოცილია თერთმეტი თავდამსხმელი, ერთი დააკავეს.

დახოცილთა შორის უმეტესობა ინდოელები არიან, მათ რიცხვშია ასევე, 20-მდე უცხოელი, 5 ამერიკელი და ისრაელის მოქალაქეები, ასევე ავსტრალიელები, იტალიელები, ფრანგები და სხვა. დახოცილთა შორის არის ნიუიორკელი რაბინი და მისი მეუღლე.
აშშ-ის მთავრობამ სოლიდარობა გამოუცხადა ინდოეთის ხალხს და ამცნო თავისი მტკიცე ნება, მჭირდოდ ითანამშრომლოს ტერორიზმთან ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG