Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის საშინაო საქმეთა მინისტრი


ინდოეთის საშინაო საქმეთა მინისტრი

ინდოეთის საშინაო საქმეთა მინისტრი
შივრაი პატილი გადადგა დღეს, განაცხადა რა, რომ ის “მორალურ პასუხისმგებლობას” გრძნობს ბომბეიში ტერორისტული თავდასხმების გამო. თითქმის სამდღიანი სროლის შედეგად ბომბეიში 174 ადაიანი დაიხოცა და 200 დაშავდა. პატილის მიმართ მძაფრი კრიტიკა გაისმა, რადგან არ მოხერხდა დაზვერვის მხრიდან თავდასხმების თაობაზე წინასწარ გაფრთხილება. დაიძაბა რეგიონული ვითარება იმის გამო, რომ ინდოეთი ტერაქტების უკან პაკისტანურ კავშირს ვარაუდობს. პაკისტაინ უარყოფს ამ აქტებთან კავშირს. სამიზნე, 60-საათიანი თავდასხმებისა, რომლებიც ოთხშაბათს დაიწყო, მაღალი კლასის სასტუმროები, რკინიგზის სადგური, ებრაელთა ცენტრი და სხვა ობიექტი იყო. ოფიციალური რიცხვი დახოცილების, რომელიც გუშინ გამოცხადდა, 195, დღეს შეიცვალა, 174-ით.
XS
SM
MD
LG